შპს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი აცხადებს ვაკანსიას კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების თანახელმძღვანელის პოზიციაზე.
სამუშაოს აღწერილობა:
- საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავება, განხორციელება და განვითარებაში ჩართულობა;
- პროგრამის მუდმივ განვითარებასა და მდგრადობაზე ზრუნვა (მათ შორის, პროგრამის განსახორციელებლად საჭირო ადამიანური რესურსის მოძიებისა და დასაქმების შესაბამისი პროცედურების დაცვის უზრუნველყოფა);
- კურიკულუმის შედგენა, განვითარების კოორდინირება;
- პროგრამის სტუდენტების რეგისტრაციის პროცესის ჯეროვანი განხორციელება;
- პროგრამის ფარგლებში ინტერნაციონალიზაციის/პრაქტიკული/კვლევითი კომპონენტების განვითარებაზე ზრუნვა;
- პროგრამის განხორციელებისათვის საჭირო მასალის/დოკუმენტაციის/პროგრამული უზრუნველყოფის მოძიება;
- პროგრამის განვითარების მიზნით პოტენციურ დამსაქმებელებთან ურთიერთობის დამყარება;
- თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- დოქტორის ხარისხი (სასურველია შესაბამის ან მომიჯნავე დარგში)
- მნიშვნელოვანი პროფესიული გამოცდილება
- ინგლისური ენის ცოდნა
პერსონალური უნარები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- აკურატულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.
წარსადგენი დოკუმენტაცია:
- CV (სასურველია ინგლისურ ენაზე);
- საკვალიფიკაციო დიპლომის ასლი;
- სხვა საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისი დოკუმენტაცია
დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, არაუგვიანეს 26 დეკემბრისა, გამოგზავნონ შესაბამისი დოკუმენტაცია ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@ibsu.edu.ge. ამასთან, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
მის: დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ. N 2; 0131, თბილისი, საქართველო
ტელ: +995 32595007
ფაქსი: +995 32595008