შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას კომპიუტერული მეცნიერების სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელის პოზიციაზე:
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (შესაბამისი მიმართულებით);
- უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და/ან უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება (მათ შორის, სწავლების გამოცდილება);
- ვაკანსიის შესაბამისი პროფესიული/პრაქტიკული გამოცდილება;
- ქართული და ინგლისური ენების ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
- მაღალი პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა;
- პრეზენტაციისა და სწავლების უნარი;
- ლიდერობა და გუნდური მუშაობის უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარები;
- ძლიერი ანალიტიკური, ლოგიკური და კრეატიული აზროვნება.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: hr@ibsu.edu.ge.
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 4 ივნისი. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება ელ. ფოსტის თემის გრაფაში.