[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

მოწვეული ლექტორი – საგარეო პოლიტიკის ანალიზი

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო ურთიერთობების ქართულენოვანი საბაკალავრო პროგრამის მოწვეული ლექტორის პოზიციაზე შემდეგ სასწავლო კურსში:

  • საგარეო პოლიტიკის ანალიზი- 1 ვაკანსია;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • შესაბამისი მიმართულების სულ მცირე მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს გამოცხადებული ვაკანსიის მიმართულების შესაბამისი, დოკუმენტურად დადასტურებული მნიშვნელოვანი პროფესიული გამოცდილება დარგში ან დარგის შესაბამისი სპეციალური მომზადება ან არანაკლებ 1 წელი სამეცნიერო და/ან პედაგოგიური გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და პროგრამის/სასწავლო კურსის შესატყვისი ენის ცოდნის შესაბამისი დონე;
  • შესაბამისი მიმართულების სულ მცირე მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელმაც მაგისტრის აკადემიური ხარისხი მოიპოვა არაუმეტეს ბოლო სამი წლის განმავლობაში საზღვარგარეთის წამყვან უნივერსიტეტში. წამყვანი უნივერსიტეტების ნუსხა განისაზღვრება QS World University Ranking-ის შესაბამისად. აღნიშნულ შემთხვევაში კანდიდატი შესაძლოა მოწვეული ლექტორის სტატუსით დასაქმეული იყოს მხოლოდ საბაკალავრო საფეხურზე;
  • დარგის არაშესაბამისი სულ მცირე მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, ფლობს პროგრამის/სასწავლო კურსის შესატყვისი ენის ცოდნის შესაბამის დონეს და ამავდროულად აკმაყოფილებს ქვემოთ მოცემულ ორ პირობას:
  • დოკუმენტურად დადასტურებული მნიშვნელოვანი პროფესიული გამოცდილება (დარგში);
  • დარგში სპეციალური მომზადება;
  • დარგში არანაკლებ 1 წელიანი სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

 

პიროვნული თვისებები:

  • გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
  • პრეზენტაციისა და სწავლების უნარი;
  • ძლიერი ანალიტიკური, ლოგიკური და კრეატიული აზროვნების უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა;

 

დაინტერესებულმა აპლიკანტებმა უნდა გამოაგზავნონ პირადი საქმე აღნიშნულ ელ. ფოსტაზე  hr@ibsu.edu.ge  არაუგვიანეს 2022 წლის 20 აგვისტო. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში.

გთხოვთ იხილოთ წამოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა და თანდართული შესავსები ფაილები დანართის სახით. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

საინფორმაციო ფორმა

განაცხადის ფორმა