[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

მოწვეული ლექტორი – არქიტექტურა და ხელოვნება საუკუნეების განმავლობაში

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას მოწვეული ლექტორის პოზიციაზე შემდეგ სასწავლო კურსში:
არქიტექტურა და ხელოვნება საუკუნეების განმავლობაში (მე-19 საუკუნემდე) (ინგლისური სექტორი);

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) შესაბამისი მიმართულების სულ მცირე მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს გამოცხადებული ვაკანსიის მიმართულების შესაბამისი, დოკუმენტურად დადასტურებული მნიშვნელოვანი პროფესიული გამოცდილება დარგში ან დარგის შესაბამისი სპეციალური მომზადება ან არანაკლებ 1 წელი სამეცნიერო და/ან პედაგოგიური გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და პროგრამის/სასწავლო კურსის შესატყვისი ენის ცოდნის შესაბამისი დონე;
ბ) შესაბამისი მიმართულების სულ მცირე მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელმაც მაგისტრის აკადემიური ხარისხი მოიპოვა არაუმეტეს ბოლო სამი წლის განმავლობაში საზღვარგარეთის წამყვან უნივერსიტეტში. წამყვანი უნივერსიტეტების ნუსხა განისაზღვრება QS World University Ranking-ის შესაბამისად. აღნიშნულ შემთხვევაში კანდიდატი შესაძლოა მოწვეული ლექტორის სტატუსით დასაქმეული იყოს მხოლოდ საბაკალავრო
საფეხურზე;

პიროვნული თვისებები:
გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
პრეზენტაციისა და სწავლების უნარი;
ძლიერი ანალიტიკური, ლოგიკური და კრეატიული აზროვნების უნარი;
მაღალი პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა;

დაინტერესებულმა აპლიკანტებმა უნდა გამოაგზავნოთ პირადი საქმე აღნიშნულ ელ. ფოსტაზე hr@ibsu.edu.ge არაუგვიანეს 2021 წლის 4 მარტისა. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში.
წამოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა და თანდართული შესავსები ფაილები იხილეთ დანართის სახით.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.