შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას არქიტექტურის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის მოწვეული ლექტორის პოზიციაზე შემდეგ სასწავლო კურსებში:
- კულტურული მემკვიდრეობა (ინგლისური სექტორი) – 1 ვაკანსია
- ჯანმრთელობა და შრომის უსაფრთხოება (ინგლისური სექტორი) – 1 ვაკანსია
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) შესაბამისი მიმართულების სულ მცირე მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს გამოცხადებული ვაკანსიის მიმართულების შესაბამისი, დოკუმენტურად დადასტურებული მნიშვნელოვანი პროფესიული გამოცდილება დარგში ან დარგში სპეციალური მომზადება ან არანაკლებ 1 წელი სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
ბ) შესაბამისი მიმართულების სულ მცირე მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელმაც მაგისტრის აკადემიური ხარისხი მოიპოვა არაუმეტეს ბოლო სამი წლის განმავლობაში საზღვარგარეთის წამყვან უნივერსიტეტში. წამყვანი უნივერსიტეტების ნუსხა განისაზღვრება QS World University Ranking-ის შესაბამისად.
ბ) დარგის არაშესაბამისი სულ მცირე მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, ფლობს პროგრამის/სასწავლო კურსის შესატყვისი ენის ცოდნის შესაბამის დონეს და ამავდროულად აკმაყოფილებს ქვემოთ მოცემულ ორ პირობას:
1)დოკუმენტურად დადასტურებული მნიშვნელოვანი პროფესიული გამოცდილება (დარგში);
2) დარგში სპეციალური მომზადება;
3) დარგში არანაკლებ 1 წლიანი სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
გ) ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე.
პიროვნული თვისებები:
- გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
- პრეზენტაციისა და სწავლების უნარი;
- პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა;
დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, წარმოადგინოთ პირადი საქმე აღნიშნულ ელ. ფოსტის მისამართზე – hr@ibsu.edu.ge არაუგვიანეს 2023 წლის 24 თებერვლისა და მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.