[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

მოწვეული ლექტორი – გერმანული ენა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლის მოწვეული ლექტორის პოზიციაზე შემდეგ სასწავლო კურსში:

  • გერმანული ენა – 1 ვაკანსია

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

ა) შესაბამისი მიმართულების სულ მცირე მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს გამოცხადებული ვაკანსიის მიმართულების შესაბამისი, დოკუმენტურად დადასტურებული მნიშვნელოვანი  პროფესიული გამოცდილება დარგში ან დარგში სპეციალური მომზადება ან არანაკლებ 1 წელი სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;

ბ) დარგის არაშესაბამისი სულ მცირე მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, ფლობს პროგრამის/სასწავლო კურსის შესატყვისი ენის ცოდნის შესაბამის დონეს და ამავდროულად აკმაყოფილებს ქვემოთ მოცემულ ორ პირობას:

1)დოკუმენტურად დადასტურებული მნიშვნელოვანი პროფესიული გამოცდილება (დარგში);

2) დარგში სპეციალური მომზადება;

3) დარგში არანაკლებ 1 წლიანი სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

გ) ინგლისური და გერმანული ენების ცოდნა B2 დონეზე.

 

დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ მოთხოვნილი პირადი საქმე მითითებულ ელ. ფოსტის მისამართზე –  hr@ibsu.edu.ge და მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში. განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 25 სექტემბერი.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.