შპს-შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შემდეგი საგანმანათლებლო პროგრამებისთვის:
- საბაკალავრო პროგრამა კომპიუტერული მეცნიერებები (ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი)
- სამაგისტრო პროგრამა კომპიუტერული მეცნიერებები (ინგლისურენოვანი)
- სადოქტორო პროგრამა კომპიუტერული მეცნიერებები (ინგლისურენოვანი)
ვაკანტური ადგილები:
- პროფესორი – 1 ვაკანსია 5 წლის ვადით;
- ასოცირებული პროფესორი – 1 ვაკანსია 5 წლის ვადით;
- ასისტენტ პროფესორი – 4 ვაკანსია 4 წლის ვადით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
პროფესორი
- დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (კომპიუტერულ მეცნიერებაში, მათემატიკაში ან მონათესავე დარგში);
- სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება, მათ შორის სახელმწიფოს მიერ აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ასოცირებულ პროფესორად/პროფესორად მუშაობის არანაკლებ 3 (სამი) წლიანი გამოცდილება,
- ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე;
- სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის ანგარიშით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილება.
ასოცირებული პროფესორი
- დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (კომპიუტერულ მეცნიერებაში, მათემატიკაში ან მონათესავე დარგში);
- სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 (სამი) წლის გამოცდილება
- ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე;
- სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის ანგარიშით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილება.
ასისტენტ პროფესორი
- დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (კომპიუტერულ მეცნიერებაში, მათემატიკაში ან მონათესავე დარგში);
- ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე;
- სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის ანგარიშით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილება.
შეიძლება პროფესიული ნიშნით კვალიფიციური პერსონალის მიერ ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დაკავება. ამ შემთხვევაში, პირის კვალიფიკაცია შეიძლება, დადასტურდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია და აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:
ა) ფლობს სხვა მიმართულების დოქტორის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს ან ფლობს იმავე მიმართულების მაგისტრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს.
ბ) კანდიდატს უნდა ჰქონდეს შესაბამისი მიმართულებით მუშაობის მნიშვნელოვანი გამოცდილება (ასისტენტ-პროფესორისათვის სულ მცირე 5 (ხუთი) წელი, ასოცირებული პროფესორისათვის სულ მცირე 7 (შვიდი) წელი და პროფესორისათვის სულ მცირე 10 (ათი) წელი);
გ) ბოლო 5 (ხუთი) წლის განმავლობაში არანაკლებ 2 პუბლიკაცია შესაბამისი მიმართულებით და/ან დარგის შესაბამისი სპეციალური მომზადება;
დ) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სულ მცირე 1 წლიანი სამეცნიერო – პედაგოგიური საქმიანობის გამოცდილება;
ე) ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე;
კონკურსის სავალდებულო პირობაა შერჩეულმა კანდიდატებმა აფილირების შეთანხმება გააფორმონ უნივერსიტეტთან.
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა უნივერსიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები (ბეჭდური და ელექტრონული ფორმით):
- განცხადება
- საინფორმაციო ფორმა
- პირადობის/ID ბარათის ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული პასპორტის თარგმანი/ბინადრობის ნებართვის ასლი (არსებობის შემთხვევაში);
- ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი დიპლომის ასლი ან/და ნოტარიულად დამოწმებული უცხო ქვეყნის მიერ გაცემული დიპლომის/ შესაბამისი სერთიფიკატის თარგმანი. იმ შემთხვევაში თუ დიპლომი ჯერ არ გაცემულა, დამთავრების ცნობის წარდგენა აუცილებელია. ამასთან, უცხო ქვეყნის მიერ გაცემული დიპლომი აღიარებულ უნდა იქნეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და წარმოდგენილ იქნეს აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
- სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის დამადასტურებელი ცნობა;
- CV ქართულ და ინგლისურ ენაზე არანაკლებ ორი რეკომენდატორის მითითებით;
- სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის ანგარიში
- დარგის შესაბამისი სამეცნიერო შრომებისა და პუბლიკაციების სია და მათი ასლები (ბოლო 5 წლის განმავლობაში);
- სილაბუსი ქართულ და ინგლისურ ენაზე (თუ სასწავლო კურსი შემოთავაზებულია ინგლისურ ენაზე) ან ქართულ ენაზე (თუ სასწავლო კურსი შემოთავაზებულია ქართულ ენაზე) ან კანდიდატმა კონკურსისთვის შესაძლებელია წარმოადგინოს არა შზსუ-ს ფორმატში შესრულებული სილაბუსიც.
- ამონაწერი შრომის წიგნაკიდან ან ცნობა ყოფილი/ამჟამინდელი სამსახურიდან (შზსუ-ის გარდა);
- ტრენინგებსა და კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი/სერთიფიკატი (არსებობის შემთხვევაში);
- (საჭიროების შემთხვევაში) პროგრამის/სასწავლო კურსის შესატყვისი უცხოური ენის ცოდნის დონის დამადასტურებელი საერთაშორისო სერთიფიკატის ასლი/შესაბამის უცხო ენაზე მიღებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი/შესაბამის ენაზე სალექციო კურსების ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტი. უცხო ენაზე გაცემული დოკუმენტის შემთხვევაში – სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი და ასლი;
- პროფესიული ნიშნით შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტები (პროფესიული ნიშნით ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დაკავების სურვილის შემთხვევაში) .
კომისია უფლებამოსილია, კანდიდატს მოსთხოვოს საცდელი ლექციის ჩატარება. საცდელი ლექცია ტარდება პროგრამის/სასწავლო კურსის სწავლების ენაზე.
დაინტერესებულმა პირებმა საჭირო დოკუმენტები (ბეჭდური და ელექტრონული ფორმით) უნდა წარმოადგინონ 2019 წლის 29 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით (14:00 სთ-დან 16:00 სთ-მდე) შპს-შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცელარიისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში.
საკონტაქტო ტელეფონი: 2595005 (131/132), ელ. ფოსტა: hr@ibsu.edu.ge
მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ, #2.
თანდართული დოკუმენტები: