[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

მოწვეული ლექტორები – ჟურნალისტიკა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა ჟურნალისტიკის ქართულენოვან საბაკალავრო პროგრამაზე აცხადებს ვაკანსიებს მოწვეული ლექტორების პოზიციაზე შემდეგ სასწავლო კურსებში:

  1. უდიოვიზუალური თხრობა (სავალდებულო კურსი)– 1 ვაკანსია
  2. სპორტის ჟურნალისტიკა (არჩევითი კურსი–  1 ვაკანსია
  3. ბავშვთა საკითხების გაშუქება (არჩევითი კურსი)–  1 ვაკანსია
  4. მედიაპროდუქტის პოზიციონირება სოც.ქსელებში (არჩევითი  კურსი, სოცქსელების მართვა მედიაორგანიზაციებისათვის) –  1 ვაკანსია
  5. მობილური ჟურნალისტიკა (სავალდებულო კურსი)–  1 ვაკანსია
  6. არჩევნების გაშუქება (არჩევითი კურსი–  1 ვაკანსია

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) შესაბამისი/მომიჯნავე მიმართულების სულ მცირე მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს გამოცხადებული ვაკანსიის  შესაბამისი, დოკუმენტურად დადასტურებული შესაბამის დარგში მნიშვნელოვანი პროფესიული გამოცდილება ან სპეციალური მომზადება ან დარგის შესაბამისი არანაკლებ 1 წელი სამეცნიერო და/ან პედაგოგიური გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და პროგრამის/სასწავლო კურსის შესატყვისი ენის ცოდნის შესაბამისი დონე;

ბ) მიმართულების არაშესაბამისი (გარდა მომიჯნავესა) სულ მცირე მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელიც ფლობს პროგრამის/სასწავლო კურსის შესატყვისი ენის ცოდნის შესაბამის დონეს და ამავდროულად აკმაყოფილებს ქვემოთ მოცემულ ორ პირობას:

1) დოკუმენტურად დადასტურებული მნიშვნელოვანი პროფესიული გამოცდილება (დარგში);

2)   დარგში სპეციალური მომზადება;

3)   დარგში არანაკლებ 1 წლიანი სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

 

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე, დიპლომის ასლი და განაცხადის ფორმა (რომელიც შეგიძლიათ იხილოთ დთანდართულ ფაილად) ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@ibsu.edu.ge

საბუთების მიღების ბოლო ვადაა: 2024 წლის  2 აგვისტო

 

წაყენებული მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენ მიერ მოწოდებული რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის.

გამოცხადებულ ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს, CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი უფლებამოსილია კანონმდებლოთ დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დაკავშირება მოხდება მხოლოდ II ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!