[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

სამართლის საბაკალავრო პროგრამის სასწავლო პროცესის ადმინისტრატორი

19.02.2016

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი აცხადებს ვაკანსიას სამართლის საბაკალავრო პროგრამის სასწავლო პროცესის ადმინისტრატორის პოზიციაზე (სრული განაკვეთი).

სამუშაოს აღწერა:

 

·         სასწავლო პროცესის განმავლობაში სამართლის საბაკალავრო სტუდენტების ასისტირება;

·         ფაკულტეზე არსებული ყოველდღიური საკითხების მოგვარება, სტუდენტების დოკუმენტაციის მართვა;

·         მონაცემთა ბაზაში პროგრამის განახლებისას პროგრამის კოორდინატორის ასისტირება;

·         დოკუმენტაციის ინგლისურიდან ქართულ ენაზე თარგმნა და პირიქით;

·         ფაკულტეტის მიერ დაკისრებული სხვა ამოცანების ეფექტურად შესრულება;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

·         სავალდებულოა უმაღლესი განათლება სამართლის მიმართულებით;

·         სასურველია მაგისტრის ხარისხი;

·         TOEFLქულა(მინიმუმ71 CBT) (ასევე მიიღება IELTS, FCE).

 

პერსონალური უნარ-ჩვევები:

·         ძლიერი ანალიტიკური უნარები და კრეატიულობა;

·         ქართულ და ინგლისურ ენებზე გამართულად მეტყველებისა და წერის უნარები;

·         პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

·         ძლიერი კომუნიკაციისა დაინტერპერსონალური უნარები;

·         ძლიერი თვითმოტივაციისა და დისციპლინის უნარები;

·         უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის კარგი ცოდნა;

·         დამოუკიდებლად და ასევე ჯგუფურად მუშაობის უნარი;

·         დოკუმენტაციის სწორად გაანალიზების უნარი;

 

საჭირო დოკუმენტაცია:

·         პირადობის ასლი;

·         სამოტივაციო წერილი და CV (ინგლისურ და ქართულ ენებზე);

·         დიპლომის ასლი(ბაკალავრიატის, მაგისტრატურის);

·         TOEFL (IELTS, FCE) სერტიფიკატი.

·         სხვა შესაბამისი დიპლომები და სერტიფიკატები

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა მოთხოვნილი დოკუმენტაცია გამოაგზავნეთ შემდეგ მისამართზე:  ebakaradze@ibsu.edu.ge  არაუგვიანეს 2016 წლის 29 თებერვლისა. გთხოვთ, იმეილის თემის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება. 

გაცნობებთ, რომ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება. 
საკონტაქტო პირი: ეკატერინე ბაკარაძე

ელ.ფოსტა: ebakaradze@ibsu.edu.ge