[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

იბსუს სტუდენტებმა Walmart Vs. Amazon – ეროვნული ბიზნეს ქეისების შეჯიბრში გაიმარჯვეს

25.02.2019

საკონსულტაციო კომპანია TBSCის ინიციატივითა და ხუთი უმაღლესი სასწავლებლის თანაორგანიზებით 24 თებერვალს ტექნოპარკში ბიზნეს ქეისების შეჯიბრი გაიმართა.

სტუდენტთა ხუთ გუნდს წინასწარ გადაეცა ჰარვარდის უნივერსიტეტის მიერ შედგენილი ბიზნეს ქეისებიმსხვილი ორიგანიზაციების ურთულესირეალური ამოცანების ანალიზისა და ამოხსნისთვის მათ ორკვირიანი ვადა ჰქონდათ.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, (IBSU) თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (TSU), ქართულამერიკული უნივერსიტეტის (GAU), კავკასიის უნივერსიტეტისა (CU) და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) გუნდებმა საკუთარი ხედვა ჟიურის – ლიდერი კომპანიების ხელმძღვანელი პირების წინაშე წარადგინეს. რის შედეგადაც, იბსუს სტუდენტებმა პირველი ადგილი დაიკავეს. მათ ფულადი ჯილდო ხვდათ წილად.

ღონისძიებას კომპანიების ხელმძღვანელებისა და გულშემატკივრების გარდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიბიზნეს ასოციაციებისდიპლომატიური მისიების წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.