დასავლეთ საქსონიის ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის წარმომადგენლების ვიზიტი IBSU-ში
01.10.201530 სექტემბერს DAAD-ის პროექტის “პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლება კირგიზეთში და საქართველოში 2015-2016“ ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრა კომპიუტერული ტექნოლოგიების და საინჟინრო საქმის ფაკულტეტის დასავლეთ საქსონიის ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის და “COMMUNITY4YOU” კომპანიის წარმომადგენლებს შორის. პროექტის ხანგრძლივობა მოიცავს 2015 -2018 წლებს, რომლის ძირითადი მიზანია განათლების ინდუსტრიასთან კავშირი. დელეგაციის წევრები: პროფ. დოქტორი ჯორჯ ბაიერი (პროექტის ლიდერი, (WHZ)), კუმუშაი არზიბაევა (პროექტის კოორდინატორი, WHZ), ბ-ნი უვე ბაუხი (community4you, კომპანიის გენერალური დირექტორი) და მარგარიტა ბაუხი (ვებ დეველოპერი, community4you). შეხვედრას უძღვებოდნენ CTE ფაკულტეტის დეკანი, ასოც. პროფ. დოქტორი ჯიჰან მერტი, ინფორმატიკის პროგრამის კოორდინატორი ასოც. პროფ. დოქტორილელა მირცხულავადა CTE ფაკულტეტის წარმომადგენლები.
პროექტის პატრნიორებს საქართველოდან წარმოადგენენ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. პირველი შეხვედრის მიზანი იყო პროექტის ძირითადი მიზნების და ქართველ პატნიორებთან სამომავლო გეგმების განხილვა. აგრეთვე საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების განხილვა და სტუდენტების შერჩევა გერმანიის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, სადაც სტუდენტები გაივლიან პრაქტიკას და შეასრულებენ საბაკალვრო და სამაგისტრო ნაშრომებს. გერმანული კომპანიის საკვალიფიკაციო ენებია: დაპროგრამების ენა Javaდა გერმანული. IBSU სტუდენტების მომზადების დონემ, როგორც უცხო ენაში ასევე პროფესიული თვალსაზრისით, დიდი შტაბეჭდილება მოახდინა გერმანელ პარტნიორებზე.