ზურა ჯაფარიძის საჯარო ლექცია
21.11.2017შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმართველობის განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტის ორგანიზებით ზურა ჯაფარიძის ლექცია-დისკუსია გაიმართა თემაზე: ,,რატომ მეტი თავისუფლება?”
სტუმარმა თავისუფლების, როგორც ნეგატიურ, ისე პოზიტიურ გაგებაზე ისაუბრა და ამ წინაპირობების აუცილებლობაზე სახელმწიფო მმართველობაში. ასევე – თავისუფალი ეკონომიკის მნიშვნელობაზე ქვეყნის განვითარებისთვის.
ლექცია სტუდენტების ჩართულობით გამოირჩეოდა და კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.