[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

აშშ-ს საგარეო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამამ მემორანდუმი გააფორმა საფრანგეთის საერთაშორისო უნივერსიტეტთან

04.09.2024

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის  ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო ურთიერთობების ინგლისურენოვანმა  სამაგისტრო პროგრამამ გააფორმა სტუდენტების გაცვლის მემორანდუმი საფრანგეთის ბრეტანის საერთაშორისო უნივერსიტეტთან (Université de Bretagne Occidentale, UBO).

მოხდება “ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამის” სტუდენტების გაცვლა. სწავლების ენა საფრანგეთის საერთაშორისო უნივერსიტეტში არის ინგლისური. გაცვლის პროცედურები დაიწყება უახლოეს დღეებში.

2024-2025 წლის აპლიკანტებთან გასაუბრება მოხდება 10 სექტემბრიდან 15 სექტემბრამდე.