[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

ნატო ფაჩუაშვილის სადებიუტო წიგნის პრეზენტაცია

06.06.2024
IBSU-ს ასისტენტ-პროფესორმა, ნატო ფაჩუაშვილმა მისი სადებიუტო წიგნის “წიგნებში მოხეტიალე” პრეზენტაცია გამართა. ავტორმა ისაუბრა წიგნის მთავარ გზავნილებზე და წაიკითხა ამონარიდები წიგნიდან. პრეზენტაციის დამსწრეები ჩაერთნენ ლიტერატურულ დისკუსიაში, მოისმინეს მკითხველების შთაბეჭდილებები და ფრაგმენტები აუდიო წიგნიდან, რომელსაც ახმოვანებს ბრიტანელი გამხმოვანებელი Amazon–ის, iTune-ისა და Audible–ის პლატფორმებისთვის. პრეზენტაციის დასასრულს გაიმართა ინტერაქტიური ლიტერატურული ვიქტორინა, რომლის გამარჯვებულებს ავტორმა საჩუქრად წიგნები გადასცა.