[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

ტრენინგი – საერთაშორისო გადაზიდვები, ლოგისტიკა და საბაჟო ოპერაციები

31.05.2024

IBSU აკადემია გთავაზობთ ტრენინგს საერთაშორისო გადაზიდვების, ლოგისტიკისა და საბაჟო ოპერაციების მიმართულებით. 

ტრენინგის მიზანია, სატრანსპორტო გადაზიდვების და განბაჟების ძირითადი ელემენტების შესწავლა. აღნიშნული ცოდნის საფუძველზე, ტრენინგის მსმენელებს საშუალება ექნებათ დასაქმდნენ სატრანსპორტო კომპანიებში და იმუშაონ იმპორტ-ექსპორტის მიმართულებით, რაც მოიცავს: ტარიფების მომზადებას, შეკვეთების განთავსებას, ტრანსპორტის შერჩევას, ტვირთის და დოკუმენტაციის მონიტორინგს, განბაჟებისა და შიდა გადაზიდვის ორგანიზებას და სხვა.

  • ტრენინგის თარიღი – 17 ივნისი – 29 ივლისი, 2024
  • ტრენინგის ხანგრძლივობა – 30 სთ
  • ლექციები ჩატარდება კვირაში 2-ჯერ
  • ორშაბათი: 19:00 – 21:00 | შაბათი: 12:00 – 14:00

ტრენერები:

  • ირინე მელაშვილი – საერთაშორისო ავია სატვირთო გადაზიდვების კომპანიის  „Cargostar-IM“-ს დამფუძნებელი და მმართველი დირექტორი.
  • ნათია ზოიძე – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის რისკების მართვის სამმართველოს წამყვანი ანალიტიკოსი.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის თანამშრომლებისთვის მოქმედებს 50% ფასდაკლება;

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის მოქმედებს 20% ფასდაკლება;

სასწავლო მასალები შედის სწავლის ღირებულებაში.

თემატიკა:

  • ლოჯისტიკა – სასაწყობე მეურნეობა; საბაჟო საწყობი; არასაბაჟო
  • დროებითი შენახვის საწყობი; ტვირთის დასაწყობების და დეკლარირების საკითხები
  • საერთაშორისო გადაზიდვები: ზოგადი პრინციპები, ტრანსპორტის სახეები
  • კომბინირებული გადაზიდვები
  • ტვირთის ცნება. ტვირთის კატეგორია. კოდები და აბრევიატურა
  • გაბარიტული და არაგაბარიტული ტვირთი
  • ტვირთის გადაზიდვა საზღვაო ტრანსპორტით; დოკუმენტაცია
  • ტვირთის გადაზიდვა სახმელეთო ტრანსპორტით; რეგულაციები
  • დოკუმენტაცია TIR CARNET
  • ავიაგადაზიდვები: ავიაკომპანიები, ხომალდის სახეები, Loading
  • charts; დოკუმენტაცია
  • სახიფათო ტვირთების რეგულაცია
  • ცოცხალი ცხოველების რეგულაციები- LAR
  • ექსპორტი
  • იმპორტი
  • კარიდან კარამდე ტრანსპორტირება
  • ტრანზიტული ტვირთის მომსახურება
  • სატვირთო ტერმინალი: ფუნქციები და ვალდებულებები
  • მარკეტინგი
  • ტვირთის საბაჟო გაფორმება.საერთაშორისო სასაქონლო კოდები, პასუხისმგებლობა და ვალდებულებები; დაზღვევა.
  • ზოგადი საბაჟო რეგულაციები
  • ASYCUDA – eCustoms – ში დეკლარაციის და შიდა გადაადგილების – აღრიცხვის მოწმობის, შევსების წესი, რეგისტრაცია და შეფასება
  • საფოსტო გზავნილების საბაჟო რეგულაციები
  • საფოსტო გზავნილებისთვის, საბაჟო დეკლარაცია ფორმა 4 – ის – შევსების და გადაგზავნის წესი, შემოსავლების სამსახურის RS.GE-დან

კურსის დასრულების შემდეგ, განვლილი მასალის შეჯამების საფუძველზე, თქვენ გადმოგეცემათ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორენოვანი სერტიფიკატი.

რეგისტრაციისთვის, გთხოვთ შეავსოთ ელექტრონული ფორმა. რეგისტრაცია გაგრძელდება 15 ივნისის ჩათვლით: https://docs.google.com/forms/d/1xKBulkvcS1NyxIuhJP9Mi-8327adH9nQcxc-eS3yPHo/edit?ts=664debeb&pli=1

პროგრამის ღირებულება შეადგენს 590 ლარს.

თანხის გადახდა ხდება ტრენინგის დაწყებამდე.