[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

განათლების ადმინისტრირება (ინგლისურენოვანი)

განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლა

პროგრამის აღწერა

განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის მიზანია მოამზადოს განათლების სფეროს პროფესიონალები, რომლებიც ფლობენ ადმინისტრირებისათვის ღრმა სისტემურ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას, უნარ-ჩვევებს (კვლევა; განათლების სისტემაში არსებული ადამიანური და ფინანსური პროცესების დაგეგმვა,  მართვა, შეფასება, მონიტორინგი და განვითარება) და იცავენ პროფესიულ ეთიკის ნორმებს. აგრეთვე, პროგრამის მიზანია სტუდენტებმა შეძლონ თვით- და ურთიერთშეფასება,  დამოუკიდებელად სწავლის სტრატეგიული დაგეგმვა და განხორციელება.

დასაქმების სფერო

ადმინისტრაციული მუშაკი განათლების სფეროში – საგანმანათლებლო დაწესებულებების ადმინისტრაციული პერსონალი. კურსდამთავრებულს შეუძლია იმ სამთავრობო თუ არა-სამთავრობო ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში დასაქმება, რომლებიც მუშაობენ განათლების საკითხებზე. ასევე, არის დოქტორანტურაში სწავლის გაგრძელების პერსპექტივა.

მიღება

საქართველოს მოქალაქე მაგისტრანტობის კანდიდატს პროგრამაზე დაშვებისათვის მოეთხოვება:

  • ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი
  • საერთო სამაგისტრო გამოცდის წარმატებით ჩაბარება
  • გასაუბრება საგანში
  • უცხო ენაში B2 დონის შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის ჩაბარება, თუ საბაკალავრო დიპლომით არ უდასტურდება B2 დონის ცოდნა

გაითვალისწინეთ!

  1. გამოცდა გრანტის მოსაპოვებლად ტარდება პროგრამის განმხორციელებელ ენაზე
  2. განმცხადებლები, რომლებსაც აქვთ უცხო ენის B2 დონეზე ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი თავისუფლდებიან უცხო ენის გამოცდის ჩაბარებისაგან
  3. უცხო ენის გამოცდის ჩაბარებისაგან თავისუფლდება განმცხადებელი თუ მას დამთავრებული აქვს უცხოენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა; ამ კატეგორიის სტუდენტების ჩარიცხვა განხორციელდება მხოლოდ გასაუბრების საფუძველზე
  4. გასაუბრებაზე თანაბარი ქულების შემთხვევაში, კონკურსის პირობებში მხედველობაში მიიღება მაგისტრანტობის კანდიდატის GPA

წარმოსადგენი დოკუმენტები:

  • 2 ფოტო(3X4) (ამობეჭდილი და ელექტრონული ფორმით). ფოტო ელექტრონული ფორმით ეგზავნება სასწავლო პროცესის მართვის სამსახურს, თუ განაცხადი არ კეთდება ელექტრონული სისტემით
  • CV
  • ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული დიპლომის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი (უცხო ენაზე გაცემული დიპლომის შემთხვევაში – სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი) – IBSU-ის მიერ გაცემული დიპლომის შემთხვევაში ასლის სანოტარო წესით დამოწმება არ არის სავალდებულო
  • განმცხადებლის მიერ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ პერიოდში არანაკლებ ხუთწლიანი პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული დიპლომის წარმოდგენის შემთხვევაში, კანდიდატმა ასევე უნდა წარმოადგინოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული აღიარების დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება დიპლომის შესაბამის საფეხურთან გათანაბრება
  • საიდენტიფიკაციო ბარათის/ პასპორტის ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის – სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი);
  • უცხო ენის ცოდნის დონის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი / უცხოენოვანი პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი- დიპლომი და დანართი
  • კანონმდებლობით დადგენილი წესით სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირის მიერ სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი

უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის იხილეთ ბმული: www.iro.ibsu.edu.ge

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: განათლების ადმინისტრირების მაგისტრი
სწავლების ენა: ინგლისურენოვანი
პროგრამის მოცულობა: 2 წელი (120 ECTS კრედიტი)

სწავლის საფასური 

საქართველოს მოქალაქეებისთვის: 4500 ლარი
საერთაშორისო სტუდენტებისთვის: 4500 $

შეღავათები

1.თუ მაგისტრანტობის კანდიდატი ხელშეკრულებას გააფორმებს 31 აგვისტომდე და გადაიხდის 950 ლარს, ისარგებლებს 20%-იანი გრანტით.

შენიშვნა: თუ მაგისტრანტობის კანდიდატი არ ჩააბარებს IBSU-ში, აღნიშნული თანხა არ დაუბრუნდება; ჩაბარების შემთხვევაში კი სწავლის საფასურში ჩაეთვლება; თუ მაგისტრანტობის კანდიდატი IBSU-ს შიდა გამოცდას ვერ ჩააბარებს, აღნიშნული თანხა უკან დაუბრუნდება.

210%-იანი გრანტი კურსდამთავრებულებისთვის

3.ერთიან სამაგისტრო გამოცდებზე თუ მაგისტრანტობის კანდიდატი მიიღებს მაქსიმალური შეფასების 80%-ზე მეტს ან BA-ს GPA აქვს 3.3 – მიიღებს წლიურად 1250 ლარიან გრანტს (ჯამში 2500 ლარს).

შენიშვნა: ამ შემთხვევაში დაინიშნება დაფინანსების მოსაპოვებლად გამოცდა, რომლის შედეგიც უნდა იყოს მაქსიმალური ქულის მინიმუმ 80%.

შენიშვნა:

სხვა უნივერსიტეტების კურსდამთავრებულებისთვის მოქმედებს მხოლოდ ერთი გრანტი, რომელიც მეტია.

საკონტაქტო ინფორმაცია

პროგრამის ხელმძღვანელი: პროფესორი, დოქტორი ეკატერინე ფიფია | ekapipia@ibsu.edu.ge
ტელ: (+995 32) 2800064 (141)