[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

არქივი

კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლამ ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამაზე „მენეჯმენტი და ინფორმაციული ტექნოლოგიები“ ღია კარის დღე ჩაატარა. სკოლის დეკანმა, პროფ. მარიამ რაზმაძემ დაინტერესებულ პირებს გააცნო პროგრამის სტრუქტურა და შესაძლებლობები, პროგრამაზე მიღების პირობები, სტიპენდიების შესახებ ინფორმაცია და ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში პირველი

IBSU-ს კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის ორგანიზებით, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის ჩატარდა კიბერეთიკის ტრენინგი. ტრენინგს უძღვებოდა კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული ზაურ ჭიკაიძე, რომელიც ბოლო სამი წლის განმავლობაში კიბერეთიკის საკითხებს იკვლევს სხვადასხვა ადგილობრივ და უცხოურ კომპანიებში. ტრენინგზე განიხილეს ყველაზე გავრცელებული კიბერშეტევების

არჩევნების საფუძველზე და გასაუბრების შედეგად, კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის საბჭოს წევრად აირჩიეს ამავე სკოლის არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტი თეკლა მამფორია. თეკლა მამფორია ერთი წლის ვადით იქნება სტუდენტების წარმომადგენელი.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლა ბრაგანცას პოლიტექნიკური ინსტიტუტის ტექნოლოგიებისა და მენეჯმენტის სკოლის დეკანს, ნუნო რიბეიროს და ამავე უნივერსიტეტის ინფორმატიკის სამაგისტრო პროგრამის დირექტორს, ჟოზე ედუარდო ფერნანდესს. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, დელეგაცია შეხვდა IBSU-ს კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის დეკანს, პროგრამების ხელმძღვანელებსა და კომპიუტერული

კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის დამამთავრებელი საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებსა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შორის საორიენტაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მთავარ მიზანს წარმოადგენდა სკოლის ადმინისტრაციასა და სტუდენტებს შორის მჭიდრო ურთიერთობის განახლება და სამაგისტრო პროგრამების სიახლეების გაცნობა. შეხვედრაზე სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა გაცნობოდნენ სამაგისტრო საფეხურზე ახალი ტიპის

კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის პროგრამის ადმინისტრაციულმა ხელმძღვანელმა, გიორგი მერაბიშვილმა ერაზმუს + გაცვლითი პროგრამის ფარგლებში შეხვედრები გამართა პორტუგალიაში, ბრაგანცას პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. პორტუგალიელ კოლეგებთან გამართულ შეხვედრებზე მერაბიშვილმა ისაუბრა კვლევითი თანამშრომლობის გაღრმავებაზე და სტუდენტური და აკადემიური გაცვლითი პროგრამების შესაძლებლობებზე. გიორგი მერაბიშვილი ასევე დაესწრო ICM-ის პროექტზე გამართულ შეხვედრას, რომელიც მიზნად ისახავს

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში უფასო სტუდენტური პროექტის „პირველი ნაბიჯი არქიტექტურაში“ საზეიმო დახურვის ცერემონია გაიმართა. IBSU-ს რექტორმა, კახა შენგელიამ და პრორექტორმა სასწავლო დარგში, სალომე კუჭუხიძემ პროექტის ტრენერები და ასისტენტები სერტიფიკატებით დააჯილდოვეს. ტრენერებმა კი პროექტის მონაწილეებს სერტიფიკატები და ბრენდირებული საჩუქრები გადასცეს. კომპიუტერული მეცნიერებისა

IBSU-ს რექტორი, პროფ. კახა შენგელია კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის დეკანთან, პროფ. მარიამ რაზმაძესთან ერთად შეხვდა პირველ მაგისტრანტებს, რომლებმაც ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამის „მენეჯმენტი და ინფორმაციული ტექნოლოგიები“ ფარგლებში, სწავლების პირველი სემესტრი დაამთავრეს გერმანიაში ქალაქ ცვიკაუში, გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში. სტუდენტების თქმით, ცვიკაუს

IBSU-მ უფასო სტუდენტური პროექტის „პირველი ნაბიჯი არქიტექტურაში“ მორიგ ნაკადს უმასპინძლა. კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის საბაკალავრო პროგრამის პროექტის ფარგლებში, მოსწავლეები გაეცნენ არქიტექტურის პროფესიის საფუძვლებს და შეისწავლეს არქიტექტურული ჩანახატები (სქეჩინგი), არქიტექტურული ხაზვა, არქიტექტურული კომპოზიციის საფუძვლები და მაკეტის შექმნა (მოდელირება).

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლაში ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე: "IoMT-სა და CMS-ის როლი ციფრულ სამყაროში". ლექცია ჩაატარა ემზარ აბჟანდაძემ. ემზარ აბჟანდაძემ ისაუბრა სხვადასხვა საკითხებზე, როგორებიც არის: IoMT-ის (სამედიცინო საგნების ინტერნეტი) შესავალი და მისი მნიშვნელობა თანამედროვე ჯანდაცვის სფეროში;