[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

NEWS

ამერიკისმცოდნეობის მე-9 ყოველწლიური საერთაშორისო კვლევითი კონფერენცია

21.11.2016

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ამერიკისმცოდნეობის მე-9 ყოველწლიური საერთაშორისო კვლევითი კონფერენცია ჩატარდა. გახსნაზე სიტყვით გამოვიდა ამერიკის შეერთებული შტატების მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ნიკოლას რ. ბერლინერი, რომელმაც ხაზი გაუსვა ინგლისურენოვანი ამერიკისმცოდნეობის მულტიდისციპლინარული პროგრამის მნიშვნელობას, როგორც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისნდა ამერიკის საელჩოს, ასევე საქართველო-ამერიკის ურთიერთობის განვითარებისათვის, რომელიც 25 წლის წინ დაიწყო და სტაბილური წარმატებით გრძელდება.

განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანისა და ამერიკისმცოდნეობის კოორდინატორი პროფ. დოქტ. თამარ შიოშვილის თქმით  შეუფასებელია ის დიდი მხარდაჭერა, რასაც ამერიკის საელჩო ეწევა ამერიკისმცოდნეობის პროგრამის სტუდენტების და ლექტორების პროფესიული განვითარების ამაღლების მიზნით, იქნება ეს ბიბლიოთეკით აღჭურვა, თუ ცნობილი ამერიკელი ექსპერტებისა და მაღალკვალიფიციური პროფესორების მოწვევა წამყვანი ამერიკული უნივერსიტეტებიდან.