[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

ადგილობრივი მმართველობის პოლიტ-ეკონომიკური საფუძვლები – დავით ნარმანიას საჯარო ლექცია სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე

01.03.2017

სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მოწვევით თბილისის მერმა ბატონმა დავით ნარმანიამ გამართა საჯარო ლექცია თემაზე „ადგილობრივი მმართველობის პოლიტ-ეკონომიკური საფუძვლები“. ლექციის ფარგლებში სტუმარმა ისაუბრა ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნქციებზე, ინსტიტუციონალურ მოწყობაზე, თვითმმართველობის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მიმდინარე წლის პრიორიტეტულ სფეროებზე.

ყურადღება გაამახვილა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის ხარისხსა და მექანიზმებზე. თბილისის მერმა წარმოადგინა ასევე ის გეგმები, რომლებიც ქალაქის მასშტაბით განხორციელდება. ლექციის განმავლობაში სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ აქტიურად ჩართულიყვნენ მერთან საუბარში, დაესვათ მისთვის მათთვის საინტერესო და აქტუალური კითხვები.

აღნიშნული შეხვედრა გაიმართა საერთაშორისო ურთიერთობებისა და საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის ერთობლივი პროექტის "გადაწყვეტილების მიღების პროცესის გამოწვევები საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკაში“ ფარგლებში. მომდევნო ორი თვის განმავლობაში გაიმართება საჯარო ლექციების სერია, რომელსაც გაუძღვებიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიმღები პირები, ექსპერტები, ადგილობრივი თუ მოწვეული ლექტორები და ა.შ. პროექტის ბოლოს წინასწარ დარეგისტრირებული სტუდენტები მიიღებენ სერთიფიკატებს, ასევე მათთვის განხორციელდება პროფესიული ვიზიტი შესაბამის საჯარო დაწესებულებაში.