[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Image Alt

ამერიკელი მწერლის იან თოლის საჯარო ლექცია შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში

ამერიკელმა მწერალმა და პოლიტიკურმა და სამხედრო ისტორიკოსმა იან თოლმა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა. ლექციას დაესწრნენ ინგლისური ფილოლოგიისა და ამერიკისმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამების სტუდენტები და უნივერსიტეტის პროფესორები. იან თოლი ცნობილია აშშ-ის ფედერალური სახელმწიფოს საერთაშორისო საზღვაო კონფლიქტებისა და გადაწყვეტილებების კვლევით.

იან თოლის წიგნებმა კრიტიკოსთა ფართო აღიარება მოიპოვა და მისი ნაშრომები წარდგენილ იქნა სემუელ ელიოტ მორისონის და უილიამ კოლბის პრემიებზე, აგრეთვე მოხვდა ნიუ იორკ თაიმსის რედაქტორის არჩევანის ნომინაციის სიაში. სტუმარმა საინტერესოდ მიმოიხილა ამერიკელი ერისა და ამერიკული საზოგადოების მიერ დემოკრატიული ღირებულებების ფორმირების ისტორია. ის ასევე შეეხო ამერიკის უახლეს მოვლენებს – საპრეზიდენტო არჩევნებს. სტუდენტებმა დიდი ინტერესით მოისმინეს ლექცია და შეკითხვებიც დასვეს შეერთებული შტატების დემოკრატიაზე, ისტორიაზე, არჩევნებსა და საქართველო ამერიკის მომავალი ურთიერთობის პერსპექტივებზე. განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი მადლობას უხდის ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საქართველოში სტუდენტებისათვის ამ საინტერესო ლექციის ორგანიზებისათვის.