შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამაგისტრო და სადოქტორო სწავლების ინსტიტუტის მოწვევით 3 მაისს უნივერსიტეტს ეწვია ამსტერდამისგამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის პროფესორი სანდერ შხრუვერსი და ბიზნესისა და მარკეტინგის ფაკულტეტის
დეკანი ჰანს სიუბრინგ ვირვეიზერი. სტუმრები შეხვდნენ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ილიას ჩილოღლუს, ფაკულტეტის დეკანებს, პროგრამის კოორდინატორებსა და საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების უფროსს და განიხილეს ერთობლივი სამომავლო პროექტები და გეგმები.