ანგლო-ამერიკული სასერთიფიკატო პროგრამა
11.02.2016გსურს ბრიტანული და ამერიკული კულტურისა და ლიტერატურის გაცნობა, ასევე, ინგლისური ენის ცოდნის გაუმჯობესება ? მაშინ მიიღე მონაწილეობა ანგლო-ამერიკულ უფასო სასერთიფიკატო პროგრამაში!
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი სოციალური პასუხისმგებობის ფარგლებში აცხადებსმე მე-10, მე-11 მე-12 კლასელების მიღებას ანგლო-ამერიკულ სასერთიფიკატო პროგრამაზე .
ხანგრძლივობა: 2 კვირა (15 სთ)
პროგრამის მიზნები
სასერთიფიკატო პროგრამა მიზნად ისახავს სკოლის მოსწავლეებს (მე-11 და მე-12 კლასელებს) გააცნოს ბრიტანული და ამერიკული:
· ისტორია
· კულტურა
· ლიტერატურა
· პოპ-კულტურა
· ღირშესანიშნაოებები
მოსწავლეები, აგრეთვე, გაივლიან ინგლისური ენის პრაქტიკულ კურსს, სადაც ძირითადი ყურადღება საუბარს დაეთმობა. პროგრამის პრაქტიკული ნაწილი ’’ვისაუბროთ ინგლისურად“ მოსწავლეებს ჩამოუყალიბებს ინგლისურად საუბრის მანერებს ინგლისურენოვან გარემოში, შესაბამისად, გაიმდიდრებენ ლექსიკას.
პროგრამის ფარგლებში მოსწავლეები გააკეთებენ პრეზენტაციებს, რომელიც მათ პრეზენტაციისა და ინგლისურ ენაზე კომუნიკაციის უნარის განვითარებაში დაეხმარება.
საზაფხულო სკოლაში მიღებული ცოდნის შეჯამება მოხდება დასკვნითი გამოცდის სახით. წარმატებულ მოსწავლეებს გადაეცემათ სერთიფიკატები.
პროგრამის მეორე ნაწილი მოიცავს სახალისო აქტივობებს, რომელიც ითვალისწინებს ჯგუფში მუშაობისა და დამოუკიდებლად დაგეგმვის უნარ-ჩვევების განვითარებას. დღის მეორე ნახევარი იქნება საინტერესოდ და სახალისოდ დატვირთული სპორტული აქტივობებით, შეჯიბრებებითა და წარმოდგენებით.
საკონტაქტო ინფორმაცია:
პროგრამისკოორდინატორი: მაია სამქანაშვილი 599 77 26 94 სამსახურის ტელ: +995 32 2595005 (165); ელ-ფოსტა: msamkanashvili@gmail.com
რეგისტრაციისთვის დააჭირეთ ლინკს
16:00- 16: 50– შეხვედრა: გაცნობა ლექტორებთან და ტრენერებთან
17:00-18 :50– ლექცია– ბრიტანული და ამერიკული კულტურა
16:00- 16: 50– ლექცია _ამერიკის ისტორია
17:00- 17: 50– ლექცია _ბრიტანეთის ისტორია
18:50- 19:00- აქტივობა: ‘განძის მაძიებლელბი’
16:00- 16: 50– ლექცია:ინგლისური ლიტერატურა
17:00- 17: 50– ლექცია: ამერიკული ლიტერატურა
18:00-18:50- -სიმღერისა და ცეკვის შეჯიბრება
16:00- 16: 50– ლექცია:პოპ_კულტურა
17:00- 17: 50_ ლექცია _ამერიკისა და ბრიტანეტის ღირსშესანიშნაობა
18:00-18:50-აქტივობა 2:რა?სად?როდის?
16:00-18:00 ლექცია:ბრიტანული და ამერიკული კულტურის შეჯამება- სტუდენტების პრეზენტაციები
18:00 19:00- წერითი გამოცდა