[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Image Alt

აშშ-დან მოწვეული პროფესორების საჯარო ლექცია

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ''ახალგაზრდა ეკონომისთა კლუბისა“ და ''ახალი ეკონომიკური სკოლა – საქართველოს“ ინიციატივით, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი – თავისუფლებისთვის სამხრეთ კავკასიის ოფის მხარდაჭერით გაიმართა საჯარო დისკუსია თემაზე: "რატომ არის ეკონომიკური თავისუფლება მნიშვნელოვანი განვითარებისთვის".

 დისკუსიას დოქტორი რობერტ ლოუსონი – (ო’ნილის სახელობის გლობალური ბაზრისა და თავისუფლების სკოლის დირექტორი სამხრეთ დასავლეთის მეთოდისტური უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლაში, დალასი, ტეხასი, აშშ) და – დოქტორი ბენჯამინ პაუელი (ტეხასის ტექნიკური უნივერსიტეტის თავისუფალი ბაზრის ინსტიტუტის დირექტორი და რაულის სახელობის ბიზნეს კოლეჯის ეკონომიკის პროფესორი, ტეხასი, აშშ) გაუძღვნენ. შეხვედრამ დიდი ინტერესი გამოიწვია. სტუდენტების მხრიდან დაისვა არაერთი კითხვა, სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე, რომელსაც სტუმრებმა პასუხები გასცეს და განსხვავებულ ჭრილში დაანახეს დამსწრეთ ლექციაზე ხსენებული საკითხები.