[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

ახალი წიგნის გამოცემა

01.12.2016

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა მორიგი წიგნი გამოსცა –  ნიკა ჩიტაძის  ’’პოლიტოლოგია“.

აღნიშნული წიგნის გაცნობის შემდეგ,  პოლიტოლოგიით დაინტერესებულ მკითხველი  პოლიტიკური კონფლიქტებს, საერთაშორისო პოლიტიკური პროცესების საფუძვლიან ანალიზს, თანამედროვე მსოფლიოში საქართველოს როლისა და ადგილისა და პოლიტიკური კულტურის ძირითადი ღირებულებების განსაზღვრას შეძლებს. სახელმძღვანელო ორიენტირებულია პოლიტიკური მეცნიერების შესახებ მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლებაზე.

წიგნის ავტორი ამჟამად შავი ზღვის გეოპოლიტიკური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელია, ამასთან, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი და ამავე ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკის სადოქტორო პროგრამის კოორდინატორი.

ნიკა ჩიტაძე, სხვადასხვა პერიოდში, 40-ზე მეტ ქვეყანაში მიწვეული იყო ექსპერტად სამეცნიერო კონფერენციებსა და სემინარებზე, მათ შორის აშშ-ში, იაპონიაში, თურქეთში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, ნორვეგიაში, შვედეთში, პოლონეთში, უკრაინაში, რუმინეთში, ბელგიაში, სერბეთში და ა.შ.  არის 130-ზე მეტი სტატიისა და სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის ხუთი წიგნის ავტორი.