[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Image Alt

გაცნობითი პროგრამა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაცნობითი პროგრამის მორიგი შეხვედრა გაიმართა, უნივერსიტეტს ამჯერად 42-ე საჯარო სკოლის 20 მეთორმეტე კლასელი ესტუმრა.

აბიტურიენტებმა უნივერსიტეტის ტერიტორია დაათვალიერეს და 2016 -2017 სასწავლო წლის შემოთავაზებებს გაეცნენ. შეხვედრამ კითხვა პასუხის რეჟიმში ჩაიარა. აღსანიშნავია, რომ IBSU-ს სხვადასხვა კურსის სტუდენტებმა აბიტურიენტებს თავად გააცნეს საგრანტო და გაცვლითი პროგრამები, რომლითაც ისინი უნივერსიტეტში ჩაბარების შემთხვევაში ისარგებლებენ.