[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Image Alt

“გენდერული აქცენტები საქართველოში”

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის "სამოქალაქო ჩარათულობის კლუბის" ორგანიზებით საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე "გენდერული აქცენტები საქართველოში". მოწვეული სპიკერები გახლდათ უფლებადამცველი ბაია პატარაია და მწერალი/მთარგმნელი ანა კორძაია-სამადაშვილი.

სტუდენტებთან შეხვედრისას, მსჯელობა შეეხო საზოგადოებაში არსებულ გენდერულ პრობლემებს, როგორებიცაა: ქალთა მიმართ ძალადობა, ფემიციდი, ადრეული ქორწინება და მათი გადაჭრის გზები. ასევე, განხილულ იქნა პრობლემის კულტურული, სოციალური დაისტორიული ასპექტები. საჯარო ლექცია წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში. სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ მათთვის საინტერესო თემის გარშემო დაესვათ შეკითხვები და საკუთარი აზრი დაეფიქსირებინათ.