[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

გზების უსაფრთხოება იწყება შენით!

07.10.2015

6 ოქტომბერს “შავი ზღვის საერთაშორის უნივერსიტეტში“ საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე ღონიძიებას გაიმართა, რომლის ფარგლებშიც საჯარო დისკუსია შედგა საგზაო უსაფრთხოების საჭიროების შესახებ:

 რატომ არის მნიშვნელოვანი საზოგადოებისთვის საგზაო უსაფრთხოების მენეჯმენტის გაუმჯობესება, რომელია რისკ ჯგუფები, რა პრევენციული გზები არსებობს, როგორ უნდა მოხდეს საგანმანათლებლო პროგრამებში ინტეგრაცია, უსაფრთხო ტრანსპორტი, ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოება, ინკლუზიური პროგრამები და ამ თემებთან დაკავშირებული უცხოური გამოცდილება.

ქართველი და უცხოელი სტუმრები IBSU-ს რექტორმა ილიას ჩილოღლუმ მიიღო და მომავალი თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდენ. ამის შემდგომ, აუდიტორიის წინაშე პრეზენტაცია ქეით მაკჰანონმა და ემა მაკლენანმა წარმოადგინეს. ქეით მაკჰანონი (დიდი ბრიტანეთის სამეფოს ღირსების ორდენოსანი- Most Excellent Order of the British Empire) გზების უსაფრთხოების საკითხებზე 1986 წლიდან მუშაობს, ხოლო ემა მაკლენანი "აღმოსავლეთ ევროპის ალიანსი უსაფრთხო და მდგრადი ტრანსპორტისთვის" (Eastern Alliance of Safe and Sustainable Transport – EASST) დირექტორია.

ქეით მაკჰანონის თქმით, მსოფლიოში ყოველწლიურად საგზაო შემთხვევების შედეგად 1.3 მილიონი ადამიანი იღუპება, ხოლო 20-50 მილიონი შავდება. უმოქმედობის შემთხვევაში ეს რიცხვი 2020 წლისთვის, 1.9 მილიონს მიაღწევს. სიკვდილიანობის ასაკი უმეტეს შემთხვევაში კი 15-29 წლამდე მერყეობს. ყოველდღიურად 25-წლამდე 1000 ადამიანი სწორედ სატრანსპორტო კოლაფსისას იღუპება. აღინიშნა, ასევე, რომ გზების უსაფრთხოება კომპლექსური საკითხია და მათ შორის მოიცავს: გზისა და ავტომობილის წესრიგში ყოფნას, მძღოლის პასუხისმგებლობას გადაუდებელი სამსახურის გამართულ მუშაობას და ა.შ.

ემა მაკლენნანი კი მისი ორგანიზაციის EASST-ის შესახებ ისაუბრა, რეგიონალური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და სხვა ქვეყნების კარგი კამპანიების მაგალითები წარმოგვიდგინა. საუბარი შეეხო ასევე სპეციაულურ საჭიროების მქონე ადამიანებისთვის შესაბამისი პირობების შექმნის აუცილებლობაზე.

ფონდი "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" დამფუძნებელი გელა კვაშილავა, სხვა თემებთან ერთად, საუბარში შეეხო ახალ ინიციატივას, რომელიც საგზაო ’’ზებრასთან“ დაკავშირებით კამპანიის წამოწყებას გულისხმობს.

აღსანიშნავია, რომ IBSU-ში საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე კლუბი ჩამოყალიბდა, რომელშიც დღესვე უამრავი სტუდენტი გაწევრიანდა.

საჯარო ლექცია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, სტუდენტებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე უშუალოდ დარგის სპეციალისტებისგან მოისმინეს პასუხები.