გიორგი ვაშაძის საჯარო ლექცია
16.12.2015შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნეს კლუბის მოწვევით საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი ვაშაძემ საჯარო ლექცია გამართა თემაზე : "გლობალიზაცია და საქართველო".
ინოვაციების როლი თანამედროვე სახელმწიფოს შენებაში, თუ როგორ ცვლიან თანამედროვე პლატფორმები რეალობას და საზოგადოება როგორც თანაავტორი ამ პროცესისა, სახელმწიფო მოწყობის ვერტიკალური და ჰორიზონტალური სისტემები, ელექტრონული მმართველობა – ამ და სხვა თემებზე მსჯელობა სტუდენტებთან კითხვა – პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.