შავი ზღვის საერთაშორისო უნივერისტეტში DAAD-ის ''უნივერსიტეტისა და ბიზნესის პარტნიორობა" პროგრამის ფარგლებში დასაქმების გამოფენა გაიმართა. პროგრამა მიზნად ისახავს ცოდნის გაცვლას და მჭიდრო კავშირების დამყარებას კურსდამთავრებულთა და ბიზნეს კომპანიების წარმომადგენლებს შორის.
ღონისძიებაზე მონაწილეობა მიიღეს გოეთეს ინსტიტუტმა, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, ''ორიენტ ლოჯიქმა'' და სხვა კომპანიებმა.
მონაწილეებს ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში ბაზარზე არსებული მდგომარეობის გაცნობის შესაძლებლობა მიეცათ. სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის გერმანიიდან DAAD-ის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ.