[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

დიდი ბრიტანეთის ელჩის სტუმრობა

11.10.2017

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს დიდი ბრიტანეთის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ჯასტინ მაკენზ სმიტი, ეწვია. სტუდენტებთან შეხვედრისას მან ევროპაში მიმდინარე პროცესებსა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე ისაუბრა. ბ-ნ ჯასტინმა ყურადღება გაამახვილა ბრექსიტის დადებით და უარყოფით მხარეებზე, მის მნიშვნელობაზე ბრიტანეთის ეკონომიკისთვის. სტუდენტებთან საუბრისას, ასევე, მან ხაზი გაუსვა, რომ ბრიტანეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. შეხვედრის პარალელურად, ტელეკომპანია'' იბერიისთვის'' სატელევიზიო გადაცემა მომზადდა.