შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის მართვის ფაკულტეტმა ’’დისკუსიების სერიები მრგვალი მაგიდის ფორმატში“ ღონისძიების პირველი სერია გამართა. ღონისძიების ფარგლებში მოწვეული იყო ექსპერტი ლევან კალანდაძე.
მან ისაუბრა სტუდენტების მიერ შერჩეულ თემაზე: ’’სავალუტო კრიზისები საქართველოში: გამომწვევი მიზეზები და დაძლევის გზები“. სტუდენტები აქტიურად ჩაერთვნენ დისკუსიაში და პრობლემატურ საკითხებზე ისაუბრეს. ღონისძიება სისტემატური ხასაითის იქნება, შემდეგი სერია ნოემბრის თვეში იგეგმება.