დოქტორი ერიკა ევა მარსი
25.05.2017ვიშეგრადის ფონდის მიერ დაფინანსებული სასწავლო კურსის ’’ევროინტეგრაცია და ფინანსური ბაზრის რეფორმები ვიშეგრადის ქვეყნებში“ ფარგლებში შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის მართვის ფაკულტეტმა საბანკო განათლების ინსტიტუტის ვიცე- პრეზიდენტ დოქტორ ერიკა მარსს უმასპინძლა.
დოქტორმა მარსმა ფინანსების მიმართულების სტუდენტებისათვის ჩაატარა 4 საათიანი სემინარი თემაზე: "ევროინტეგრაცია და ფინანსური ბაზრის რეფორმები ვიშეგრადის ქვეყნებში – უნგრეთის გამოცდილება". სტუმარმა დამსწრე საზოგადოებას გაუზიარა უნგრეთის გამოცდილება ევროინტეგრაციის პროცესში და საფინანსო სექტორში განხორციელებულ რეფორმების მიღწევები და გამოწვევები.