ეკა გიგაურის საჯარო ლექცია
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ახალგაზრდა იურისტთა კლუბის ორგანიზებით "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" აღმასრულებელ დირექტორთან ეკა გიგაურთან შეხვედრა-დისკუსია გაიმართა თემაზე:
"ადამიანის უფლებათა დარღვევის გავრცელებული ფაქტები საქართველოში". სტუმარმა სამართლის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტებთან ხუთწლიანი საქმიანობის ერთგვარი ანგარიში წარმოადგინა.