ვაკანსია დიზაინერის პოზიციაზე
22.04.2016შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას დიზაინერის თანამდებობაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება (სასურველია დიზაინის მიმართულებით)
• შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 4 წლიანი გამოცდილება
• ინგლისური ენის ცოდნა
• გრაფიკული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა: Adobe-ს სრული პაკეტი (Adobe Pro, InDesign, illustrator, Photoshop, Flesh (სასურველია) და ა.შ.)
• Corel Draw, 3D Max და საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა
დამატებითი მოთხოვნები:
• კრეატიული/მარკეტინგული ხედვა
• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
• ლიდერობა
• გუნდური მუშაობის უნარი
• დროის ეფექტურად გადანაწილების უნარი
• სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი
• კომუნიკაბელურობა
• მიზანდასახულობა
• პუნქტუალურობა
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოგვიგზავნონ CV ფოტოსურათით (PDF ფორმატით და მაქსიმალურად კრეატიული) და შესრულებული საუკეთესო დიზაინერული პროექტების პორტფოლიო (სავალდებულოა) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@ibsu.edu.ge. გთხოვთ, მიუთითოთ შესაბამისი პოზიციის დასახელება ელ. ფოსტის თემის გრაფაში.
საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2016 წლის 27 აპრილი.
დამატებითი ინფორმაციის საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
თამთა ცხოვრებაძე
კანცელარიისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი
მის: დ. აღმაშენებლის ხეივანი, 13კმ, #2
ტელ: (+995) 322 595005/შიდა 131