ვახტანგ ბუცხრიკიძის საჯარო ლექცია
22.02.2017შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის მართვის ფაკულტეტის ორგანიზებით ''თიბისი ბანკის'' გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ ქართული საბანკო სექტორის შესახებ საჯარო ლექცია წაიკითხა. სტუმარი სტუდენტების წინაშე პრეზენტაციით წარსდგა და უკვე განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები გააცნო.
საუბრის ძირითადი ნაწილი დაეთმო საბანკო სექტორის დიგიტალიზაციის პროცესს და ამ მხრივ დაგეგმილ სიახლეებს.
საუბრის ბოლოს სტუდენტებმა მათთვის საინტერესო შეკითხვებიც დასვეს.