[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Image Alt

ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში

1-7 ოქტომბრის ჩათვლით შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამაგისტრო და სადოქტორო სწავლების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე მაკა ბუღულაშვილი The National Society of High School Scholars (NSHSS)-ისა და New York Academy of Medicine-ის მოწვევით, საქმიანი ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ-იორკში იმყოფებოდა.

საგანმანათლებლო დაჯილდოვების ოფიციალურ ცერემონიაზე მაკა ბუღულაშვილი შავი ზღვის უნივერსიტეტის სახელით სიტყვით გამოვიდა. ის NSNSS-მა 2015 წელს ცნო როგორც ''წლის განმანათლებელი'' (Educator of Distinction 2015) ეს არის საერთაშორისო ჯილდო, რომელიც იმ ადამიანებს ენიჭებათ ვინც უმაღლესი განათლების ინსტიტუტებში სწავლების კუთხით არიან ჩართულნი. აღნიშნული ჯილდო იბსუს წარმომადგენელმა ამჯერად სასწავლო პროცესში და სტუდენტების აკადემიურ წარმატებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მიიღო. საზეიმო შეხვედრას აშშ-ს და სხვა საერთაშორისო უნივერსიტეტების ოფიციალური პირები ესწრებოდნენ. ოფიციალური შეხვედრების პარალელურად მაკა ბუღულაშვილი IBSU-ს კურსდამთავრებულებს შეხვდა, რომლებიც სხვადასხვა სფეროში წარმატებით საქმიანობენ.