[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

თბილისის მერია სტუდენტთა დაფინანსების პროგრამას აცხადებს

15.02.2023

თბილისის მერიამ სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით განცხადებების მიღების ვადა განისაზღვრა 2023 წლის პირველი თებერვლიდან პირველი მაისის ჩათვლით.

დაფინანსების ოდენობა სემესტრულად შეადგენს არაუმეტეს 1125 ლარს და დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში მიღებული აკადემიური მოსწრების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე.

პირველი სემესტრის სტუდენტები დაფინანსდებიან სემესტრული თანხის (1125 ლარი) 50%-ით, ხოლო თუ პირველი სემესტრის სტუდენტს აქვს მნიშვნელოვნად ან მკვეთრად გამოხატული შეზღუდვის სტატუსი, დაფინანსდება სემესტრული თანხის არაუმეტეს (1125 ლარი) 70%-ით. 

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.