იბსუ საერთაშორისო იმიტირებული სასამართლოს ნახევარფინალისტია
11.07.2017დანიაში, ქალაქ ორჰუსში საერთაშორისო შრომის სამართალში იმიტირებული სასამართლო პროცესიგაიმართა. ჰუგო სინზეიმერის იმიტირებული სასამრთლო პროცესი უკვე მეორე წელია იმართება და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდმა, რომელიც ერთადერთი გუნდია საქართველოდან, მეორედ მიიღო კონკურსში მონაწილეობა და ნახევარფინალისტიც გახდა. პროექტში მონაწილეობდნენ გუნდები ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან და საქართველო ამ შემთხვევაში ერთადერთი არაწევრი მონაწილე ქვეყანა იყო, რაც თავის მხრივ, კიდევ უფრო დიდი გამოწვევა იყო გუნდისთვის.
პროექტის საორგანიზაციო და მრჩეველთა კომიტეტი შედგებოდა ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტების პროფესორების, პრაქტიკოსი იურისტებისა და მოსამართლეებისაგან, მათ შორის არიან: პროქტის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე – ამსტერდამის უნივერსიტეტის პროფესორი, ჰუგო სინზეიმერის ინსტიტუტის დირექტორი, დოქტორი რონალდ ბელცერი; მრჩეველთა კომიტეტის თავმჯდომარე, დოქტორი მანფრედ ვეისი – პროფესორ ემერიტუსი, ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტი; და სხვ.
გუნდის წევრები იყვნენ სამართლის საბაკალვრო პროგრამის მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტები – თამარ ტყეშელაშვილი, ნუკრი ჯინჭარაძე, ნინო ტაგანაშვილი და ანა მიხელიძე. გუნდს ხელმძღვანელობდა შრომის სამართლის ექსპერტი – ზაქარია შველიძე, რომელიც ამავე დროს პროექტის ერთ-ერთი ორგანიზატორიცაა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანი – ეკატერინე ბაკარაძე.
მოსამართლეთა კოლეგიები, რომლებიც პროცესებს განიხილავდნენ შედგებოდა, სწორედ ორგანიზატორებისგან, სტუდენტი მოსამართლეებისგან („მასპინძელი სამართლის“ ქვეყნის სტუდენტები – უნგრეთი) და სხვა მოწვეული მოსამართლეებისაგან ქალაქ ორჰუსიდან.
ქართულ გუნდს ფინანსური მხარდაჭერა გაუწია შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერის პროგრამამ საქართველოში.