[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

იბსუ საერთაშორისო კავშირებს აფართოებს

27.11.2017

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ადამ მიცკევიჩის უნივერსიტეტს (პოზნანი) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი ითვალისწინებს ერთობლივი კვლევითი პროექტების წარმართვას, კვლევით ცენტრებს შორის თანამშორმლობას და გაცვლით ვიზიტებს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა მკვლევარების მობილობის ხელშეწყობას.

 აღნიშნული მემორანდუმი ემსახურება იბსუს საერთაშორისო ურთიერთოებების გაფართოებასა და ინტერნაციონალიზაციას.

უნივერსიტეტების რექტორების სახელით, მემორანდუმს ხელი მოაწერეს პოლიტიკის მეცნიერებისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე პროფესორმა რადოსლავ ფიდლერმა, ხოლო შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მხრიდან – სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა დოქ. რამაზან აქბაშმა.