[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Image Alt

იოანე ზოსიმეს ხელნაწერის გაშიფვრა და ქართული ჰემატრია

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზებით, საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე – იოანე ზოსიმეს ხელნაწერის გაშიფვრა და ქართული ჰემატრია.

შეხვედრას პროფესორი, დოქტორი, ალექსანდრე ცინცაძე გაუძღვა. საუბარი შეეხო მეათე საუკუნის ქართული ხელნაწერის "ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი" გაშიფვრას.

შეხვედრის ფარგლებში განხილული იყო, ასევე, ძველი ქართული ანბანი, ქართული ასოების შესაბამისი რიცხვითი მნიშვნელობები სხვა საინტერესო საკითხები.