[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Image Alt

კონფერენცია: ”ისტორია, ხელოვნება, ლიტერატურა და კულტურა სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში“

20-21 სექტემბერს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით ამა წლის 17-25 სექტემბერს დაგეგმილ თბილისის მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში, პარტნიორ უნივერსიტეტებთან ერთად ( გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი (გორი, საქართველო), ჯანიქ ბაშარის უნივერსიტეტი (სამსუნი, თურქეთი), სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ახალციხე, საქართველო), კავკასიის უნივერსიტეტი (ბაქო, აზერბაიჯანი)), ჩატარდა პირველი საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: ''ისტორია, ხელოვნება, ლიტერატურა და კულტურა სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში“ (HALC-2016).

ღონისძიებაში 100-მდე გამომსვლელმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან, ასევე, ირანიდან, ეგვიპტიდან და ინდოეთიდან.

ძირითადი მომხსენებლები:

ლევან ხარატიშვილი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო მინისტრის მოადგილე

პროფესორი Salim Aydüz, Foundation for Science Technology and Civilization University of Manchester

ლონდონი, დიდი ბრიტანეთი, უმცროსი მკვლევარი

პროფესორი დავით ალექსიძე, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ვირტუალური ხელოვნების ფაკულტეტის დეკანი

პროფესორი ვაჟა კიკნაძე, ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი

 

Visit Site