[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Image Alt

მასტერკლასი ’’წარმატებული ბიზნესისთვის“

ბიზნესის მართვის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის საგნის ’’საცალო ვაჭრობა“ ფარგლებში უფასო მასტერკლასი ’’წარმატებული ბიზნესისთვის“ გაიმართა,  რომლის მიზანიც საცალო ვაჭრობით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის პრაქტიკოსი სტუმრებისგან ამ სფეროს შესახებ მაქსიმალურად მეტი ინფორმაციის მიწოდება იყო.

მასტერკლასზე მოწვეული იყვნენ საცალო ვაჭრობაში ჩართული 14 წარმატებული კომპანიის მენეჯერი: კავკასიის განვითარების ბანკი, ბარამბო, უნიქარდი, იფქლი, Altersocks, luca polare, Business Time Georgia, ბორჯომი, დირსი, TBC ლიზინგი,  vethouse, თბილისი მოლი, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა, ვეტერინალური დიაგნოსტიკური ჰოსპიტალი ვეტ ჰაუსი, და ა. შ. მასტერკლასზე განხილული იყო სხვადასხვა ორგანიზაციის საუკეთესო ბიზნეს სტრატეგიები.

პროექტის ორგანიზებაში ჩართულნი იყვნენ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები, მონაწილეობა მიიღეს სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებმაც.

შეხვედრის დასრულებისას კომპანიების წარმომადგენლებსა და პროექტში ჩართულ სტუდენტებს სერტიფიკატები გადაეცათ.