[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა

31.08.2017

განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი მოქმედ ან მომავალ მასწავლებლებს იწვევს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ აკრედიტებულ ერთწლიან, 60-კრედიტიან მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე. პროგრამა მიზნად ისახავს ინგლისური ენის საწყისი, საბაზისო და საშუალო საფეხურის მასწავლებლის ან საბაზისო და საშუალო საფეხურის მათემატიკის მასწავლებლების მომზადებას. მაღალკვალიფიციური განათლების სპეციალისტები, მდიდარი აკადემიური და სამეცნიერო წყაროები, სტუდენტზე ორიენტირებული გარემო უზრუნველყოფს პროგრამაზე ჩარიცხული კანდიდატებისათვის ხარისხიანი განათლების მიცემას, რომელიც პასუხობს თანამედროვე სტანდარტებსა და მოთხოვნებს.

სწავლის ღირებულება

ინგლისური ენის მასწავლებელი – 2250 ლარი

მათემატიკის მასწავლებელი – 2150 ლარი

სწავლების ენა

პროგრამის სწავლების ენა არის ინგლისური.

პროგრამაზე ჩარიცხვა და დაფინანსება

პროგრამაზე შესაძლებელია 20 სტუდენტის ჩარიცხვა – 10 ინგლისური ენისა და 10 მათემატიკის მასწავლებლის პროგრამაზე. ორივე მიმართულების (ინგლისური ენის ან მათემატიკის მასწავლებელი) აპლიკანტებიდან 15 კანდიდატს ეძლევა შესაძლებლობა საკუთარი განათლების დასაფინანსებლად მოიპოვოს სახელმწიფო გრანტი. გრანტი გაიცემა კონკურსის საფუძველზე: წერილობითი გამოცდა – სამოტივაციო წერილი.

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის საფუძველია:

ა) შესაბამის საგნის გამოცდის (ინგლისური ენა ან მათემატიკა) ჩაბარება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში;

ბ) შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული გამოცდის ჩაბარება.

ორივე ეტაპის წარმატებით გავლის შედეგად აპლიკანტი ჩაირიცხება მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე.

სახელმწიფო გრანტი მიენიჭება შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული გამოცდის შედეგების საფუძველზე შექმნილი რანჟირების დოკუმენტში შეყვანილ პირველ თხუთმეტ (15) აპლიკანტს.

რეგისტრაციის ვადა და საჭირო დოკუმენტაცია

პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველებმა საჭირო დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ადმინისტრაციული შენობის 302-ე ოთახში (შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ, #2, ადმინისტრაციული შენობა, მე-3 სართული) სამუშაო დღეებში 9:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე 22 სექტემბრიდან 28 სექტემბრის ჩათვლით.

საჭირო დოკუმენტაცია:

  • განაცხადი (შეივსება ადგილზე);

  • ბაკალავრის, მაგისტრის და/ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი;

  • უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის შემთხვევაში, აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს ცნობა უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;

  • პირადობის მოწმობის ასლი;

  • 2 ფოტოსურათი (3X4);

  • ფოტო CD დისკზე;

  • რეზიუმე ქართულ და ინგლისურ ენებზე

  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამდასტურებელი დოკუმენტი (სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებულ პირთათვის);

  • საგნის გამოცდის წარმატებით ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატი

უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული გამოცდა

გამოცდა ჩატარდება წერილობითი ფორმით ინგლისურ ენაზე: სამოტივაციო წერილი (500-600 სიტყვა). გამოცდის ხანგრძლივობა 90 წუთი.

გამოცდა ჩატარდება 29 სექტემბერს, 12:00 სთ-ზე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში (ადმინისტრაციული შენობა, მე-4 სართული, A402-ე აუდიტორია).

გამოცდის შედეგები

გამოცდის შედეგები აპლიკანტებს ეცნობებათ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით 2 ოქტომბერს. შედეგები ასევე დაიდება უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე.

აპლიკანტებთან ხელშეკრულების გაფორმება

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში აპლიკანტებთან გაფორმდება ხელშეკრულება.

 

 

სამოტივაციო წერილის შეფასების კრიტერიუმები

 

საკონტაქტო პირები

დეტალური ინფორმაციისათვის გთხოვთ მიმართოთ:

ნიკოლოზ ფარჯანაძე

პროფ. დოქტ., პროგრამის კოორდინატორი

მობ. ტელ.: +995 558 902 185

ელ-ფოსტა: nparjanadze@ibsu.edu.ge

დიანა მჭედლიშვილი

ასოც. პროფ. დოქტ., უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი

მობ. ტელ: 599 110 829

ელ-ფოსტა: dmtchedlishvili@ibsu.edu.ge

პროგრამის სტრუქტურა

Distribution of Course per Semester

#

Course Name

Course Status

ECTS

Semester I

1

Instructional Planning and Evaluation

compulsory

5

2

General Didactics

compulsory

5

3

Teaching Principles and Methods

compulsory

5

4

Didactics of Teaching English I/Didactics of Teaching Mathematics I

elective

5

5

School Practice I

compulsory

5

6

Introduction to Education Psychology

compulsory

5

Semester II

7

Educational Technologies and Material Development

compulsory

5

8

Classroom Management

compulsory

5

9

Special Education and School Counseling

compulsory

5

10

General Education Legislation, Structure and School Management

compulsory

5

11

Didactics of Teaching English II/Didactics of Teaching Mathematics II

elective

5

12

School Practice II

compulsory

5