[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

მემორანდუმი ’’ალიანს ჯგუფ ჰოლდინგთან”

01.02.2016

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და სს ’’ალიანს ჯგუფი ჰოლდინგს“ შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანია ალიანს ჯგუფ ჰოლდინგს, მის შვილობილ კომპანიებსა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა და ახალგაზრდა სპეციალისტების პროფესიული სტაჟირების პროცესში ჩართვა.

კომპანია სტაჟირების გასავლელად აიყვანს უნივერსიტეტის სტუდენტებს და უზრუნველყოფს სტაჟირებისათვის პროფესიული უნარებისა და პრაქტიკული გამოცდილების შეძენისათვის სათანადო პირობების შექმნას; სტაჟირებისწარმატებით გავლის შემთხვევაში განიხილავს მათი დასაქმების საკითხს კომპანიაში არსებული ვაკანსიის შევსების მიზნით; გამოყოფსფულად ჯილდოს უნივერსიტეტის “ბიზნეს ეთიკისა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის”  საგანში საუკეთესო შედეგის მქონე 3 (სამი) სტუდენტისათვის, რომელიც თავის მხრივ ნაწილდება შემდეგი წესის მიხედვით: პირველისაუკეთესოშედეგის მქონე სტუდენტი მიიღებს:

ა) ჯილდოს 600 ლარის ოდენობით, ბ) მას საშუალება მიეცემა კომპანიის შვილობილ კომპანიებში, გაიაროს 3–6 თვემდე სტაჟირება, შემდგომი დასაქმების პერსპექტივით. სტუდენტს ექნება უფლება თავად შეარჩიოს კომპანიის შვილობილი კომპანია, რომელშიც სურს სტაჟირების გავლა;

მეორესაუკეთესოშედეგის მქონე სტუდენტი მიიღებს: ა) ჯილდოს 400 ლარის ოდენობით, ბ) მას საშუალება მიეცემა გაიაროს კომპანიაში 3–6 თვემდე სტაჟირება კომპანიის მიერ განსაზღვრულ რომელიმე მის შვილობილ კომპანიაში;

 

მესამესაუკეთესოშედეგის მქონე სტუდენტი მიიღებს: ჯილდოს 200 ლარის ოდენობით; ბ) მას საშუალება მიეცემა გაიაროს კომპანიაში, ასევე, 3–6 თვემდე სტაჟირება კომპანიის მიერ განსაზღვრულ რომელიმე მის შვილობილ კომპანიაში; გ) გადაეცემა მადლობის სერტიფიკატი კომპანიისაგან.

საუკეთესო შედეგის მქონე სამივე სტუდენტი საჩუქრად მიიღებს წიგნს პროექტების მართვასთან დაკავშირებულ თემაზე და ასევე სამახსოვრო საჩუქრებს.