[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

მემორანდუმი ”მომავლის სკოლასთან”

02.06.2017

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და კერძო სკოლა ''მომავლის სკოლას'' შორის ურთიერთთანამაშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რაც საგანმანათლებლო პროცესში ინტეგრირებას, სხვადასხვა საჯარო ლექციების, კონკურსების, გამოფენების, საგანმანათლებლო ოლიმპიადებისა თუ კონფერენციების გამართვას ითვალისწინებს.

 ასევე, მხარეები სთავაზობენ ერთმანეთს, მოსწავლეებისა და სტუდენტების საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების მიზნით, უსასყიდლოდ ისარგებლონ ,,კერძო სკოლის“/,,უნივერსიტეტის“ მატერიალური ბაზებით და სხვა. აღსანიშნავია, რომ #იბსუ აღნიშნული მემორანდუმი საფუძველზე ექსკლუზიურად 35%-იან სასწავლო შეღავათს გაუწევს იმ აბიტურინტებს, რომელთაც ''მომავლის სკოლა'' დაამთავრეს და სწავლის გაგრძელება საბაკალავრო პროგრამებზე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სურთ. საქმიანი ურთიერთობები სხვა კერძო სკოლებთანაც გაგრძელდება.