[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Image Alt

მეორე სტუდენტური კონფერენცია განათლების საკითხებზე

 განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მიერ ორგანიზებულ მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში განათლების საკითხებზე ყოველწლიური სტუდენტური კონფერენცია გაიმართა.

 წლევანდელ კონფერენციაზე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო და ზოგადი განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებმა განათლების სფეროს მნიშვნელოვან საკითხებზე ისეთი მოხსენებები წარმოადგინეს, როგორიცაა: ინგლისურის, როგორც უცხოური და მეორე ენის სწავლა-სწავლება; საკლასო გარემოს მენეჯმენტი; სპეციალური საჭიროებებისა სტუდენტებისა და იკლუზიური განათლება; მოტივაცია; ეთნიკური უმცირესობების განათლება საქართველოში და მრავალი სხვა საინტერესო თემატიკა.

 კონფერენციის დამსწრე სტუდენტები აქტიურად თემატიკის ჩაერთნენ განხილვაში. კონფერენცია სტუდენტებს აძლევს კარგ შესაძლებლობას განივითარონ კვლევისა და კვლევის შედეგების ფართო აუდიტორიისათვის გაცნობის უნარ-ჩვევა, იყვნენ მეტად თავდაჯერებულები და მიიღონ გამოცდილება.