[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

მიიღე საერთაშორისო განათლება იქ სადაც საუკეთესო სტუდენტები სწავლობენ

02.02.2016

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს 200 ყველაზე რეიტინგული სტუდენტი ირჩევს და ეს მონაცემი მზარდია. რაც იმას ნიშნავს, რომ  2015 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით 538 აბიტურიენტიდან 219 სახელმწიფო გრანტის მფლობელია,

 მათ შორის 97 ოქროსა და 23 ვერცხლის მედალოსნები. 2014 წლის მონაცემებით 449 აბიტურინეტიდან 187 სახელმწიფო გრანტის მფლობელია, მათ შორის 48  ოქროსა და 20 ვერცხლის მედალოსნები არიან.

ნიჭიერი და მოტივირებული ახალგაზრდების წახალისება და ხელშეწყობა ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია, სწორედ ამიტომ, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი წარჩინებულ ახალგაზრდებს სასწავლო გრანტებითა და სხვადასხვა საჩუქრებით აჯილდოვებს. შესაბამისი ქულების დაგროვების შემთხვევაში, სტუდენტს შეუძლია ჩვენი ოთწლიანი გრანტი მოიპოვოს. პირველ 100-ეულში და 200-ეულში მოხვედრილ ახალგაზრდებს IBSU-ს სტიპენდია ენიშნებათ. შეღავათით სარგებლობენ, ასევე, ყოველწლიურ სასკოლო ოლიმპიადაში მონაწილეები და ოჯახის წევრები (მაგ: და-ძმა, ცოლ-ქმარი). შეღავათის გარეშე არც ის მოსწავლეები დარჩებიან, რომელთაც პირველ ნომრად IBSU მიუთითეს (064). ამ და სხვა პირობებიდან გამომდინარე, ბოლო ორი წლის განმავლობაში IBSU-ს შეღავათებით 900-მდე სტუდენტი სარგებლობს. გაცემული გრანტების ჯამური თანხა კი 1 500 000 ლარს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში 287 საერთაშორისო სტუდენტი ირიცხება 19 ქვეყნიდან  და 90 საერთაშორისო პარტნიორ უნივერსიტეტში, ყოველწლიურად საზღვარგარეთ  გაცვლითი პროგრამის ფარგლებში 100-მდე სტუდენტი სწავლობს. ჩვენი სტუდენტები უცხოეთის უნივერსიტეტებში სწავლის გადასახადისგან სრულად თავისუფლდებიან. მოქმედებს, ასევე, გაცვლითი პროგრამა Mevlana, რომელიც უფასო სწავლის გარდა, სტიპენდიით და საცხოვრებელი ხარჯებით უზრუნველყოფას გულისხმობს.

საერთაშორისო სტანდარტების მაღალი ხარისხის განათლების მიღების შედეგად ჩვენი კურსდამთავრებულები კონკურენტუნარიენები არიან, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე – მათი  98%-ი დასაქმებულია. უნივერსიტეტი 7 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას მასპინძლობს ყოველწლიურად და 9 სამეცნიერო კვლევითი ცენტრ აქვს.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი დაარსების დღიდან ვითარდება და საგანმანათლებლო და ინფრასტრუქტურულ ინოვაციებს ნერგავს. ეტაპობრივად იგეგმება ახალ საუნვერსიტეტო კამპუსში გადასვლა, რომელიც თავისი მონაცემებით ამიერკავკასიაში მოწინავე იქნება.