მობილობა IBSU-ში
24.01.2017შპს-შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა საყურადღებოდ!
მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის (https://students.eqe.ge) ვადა განისაზღვრა 2017 წლის 20 იანვრის 12:00 საათიდან 2 თებერვლის 18:00 სთ-მდე.
სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ელექტრონულ პორტალზე დადებითი შედეგის მიღების შემთხვევაში სტუდენტის შპს-შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გამოცხადების ვადაა – 2017 წლის 7-8-9 თებერვალი.
მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შპს-შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში რეგისტრაცია დაიწყება 2017 წლის 8 თებერვალს და გაგრძელდება 13 თებერვლის ჩათვლით.
რეგისტრაციის გასავლელად წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:
-
განცხადება (იწერება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში)
-
პირადობის/ID ბარათის ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული პასპორტი/ბინადრობის ნებართვის ასლი)
-
ნიშნების ფურცლის დამოწმებული ასლი
-
ამჟამინდელ უნივერსიტეტში ჩარიცხვის ბრძანების (რექტორის) დამოწმებული ასლი
-
ამჟამინდელ უნივერსიტეტში სტატუსის შეჩერების/აღდგენის/შეწყვეტის ბრძანების (რექტორის) დამოწმებული ასლი (არსებობის შემთხვევაში)
-
ამჟამინდელ უნივერსიტეტში სტუდენტის სტატუსის შესახებ ცნობა
-
საშუალო სკოლის ატესტატის ასლი (ბაკალავრებისთვის)
-
ბაკალავრის დიპლომის ასლი (მაგისტრებისთვის)
-
მაგისტრის დიპლომის ასლი (დოქტორანტებისთვის)
-
ეროვნული გამოცდების/სტუდენტური ბარათის ასლი
-
წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ვაჟებისთვის)
შენიშვნა: უცხო ქვეყნის მიერ გაცემული დიპლომის შემთხვევაში აუცილებელია წარმოადგინოთ სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ აღიარებული და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი.
ქვემოთ ჩამოთვლილ საგანმანათლებლო პროგრამებზე მობილობის წესით ჩასარიცხად შპს-შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს დადგენილი აქვს მიღების დამატებითი წინაპირობები:
-
საბუღალტრო აღრიცხვა და აუდიტი (საბაკალავრო პროგრამა) – მიღება შესაძლებელია 1 და 2 კურსზე;
-
საბუღალტრო აღრიცხვა და აუდიტი (ინგლისურენოვანი), (საბაკალავრო პროგრამა) – მიღება შესაძლებელია 1 და 2 კურსზე;
-
ტურიზმი (საბაკალავრო პროგრამა) – მიღება შესაძლებელია 1 და 2 კურსზე;
-
ტურიზმი (ინგლისურენოვანი), (საბაკალავრო პროგრამა) – მიღება შესაძლებელია 1 და 2 კურსზე;
-
ეკონომიკა (ინგლისურენოვანი), (საბაკალავრო პროგრამა) – მიღება შესაძლებელია 1, 3 და 4 კურსზე;
-
ჟურნალისტიკა (საბაკალავრო პროგრამა) – მიღება შესაძლებელია 1, 2 და 3 კურსზე;
-
საერთაშორისო ურთიერთობები (ინგლისურენოვანი), (სადოქტორო პროგრამა) – დოქტორანტი უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას B2 დონეზე, რომელიც დასტურდება ერთ-ერთი საერთაშორისო სერტიფიკატით ან ინგლისურენოვან სამაგისტრო/საბაკალავრო პროგრამაზე სწავლით. დოქტორანტს შეუძლია ჩააბაროს ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი შესაბამისი დონის გამოცდა შზსუ-ში. ასევე, საუნივერსიტეტო წესის მიხედვით, დოქტორანტმა უნდა წარმოადგინოს საკვლევი თემის გეგმა (დაახლოებით 2000-2500 სიტყვის მოცულობით).
მობილობის წესით ჩასარიცხი პირები შპს-შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში უნდა გამოცხადდენ 2017 წლის 15 თებერვალს აღიარებული კრედიტების რაოდენობის თაობაზე წერილობითი განცხადებით დადასტურების (თანხმობა/უარი) გასაფორმებლად.
მობილობის წესით ჩასარიცხმა პირებმა შესაბამისი დოკუმენტები უნდა წარმოადგინონ შპს-შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში, 2017 წლის 8 თებერვლიდან 13 თებერვლის ჩათვლით, 10.00-დან 17.00-მდე.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
ტელეფონი: 032 2595005/06, შიდა (132); ელ. ფოსტა dmtchedlishvili@ibsu.edu.ge
მისამართი: დ. აღმაშენებლის ხეივანი 13 კმ, #2, თბილისი, 0131