შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ენათა სკოლის ორგანიზებით, ინგლისური ენის სწავლების პრობლემებთან დაკავშირებით ორდღიანი სემინარი ჩატარდა, რომელსაც დიდ ბრიტანეთიდან მოწვეული ტრენერი ქრისტინა სმიტი უძღვებოდა.
სემინარის დროს განხილული იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა: საკლასო ოთახში სტუდენტების დასწრებისა და აქტიურობის გაუმჯობესების გზები, სტუდენტების სასწავლო ჩვევები, ასევე, სილაბუსის მომზადების წესები სუსტი სტუდენტებისათვის და სხვ. სემინარის დასრულების შემდეგ, 60-მდე მონაწილეს სერთიფიკატი გადაეცა.