საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, 10-17 ნოემბერს საქართველოს მასშტაბით "მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეული" იმართება. გახსნის ცერემონიალი საგამოფენო ცენტრ "ექსპო-ჯორჯიაში" გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და მთავრობის სხვა წევრები დაესწრნენ. სტუმრებმა მონაწილე უნივერსიტეტების წარმოდგენილი სტენდები დაათვალიერეს და მასალებს გაეცნენ.